„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა ვარკეთილის მეტროსთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს და მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.
„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახვლედიანმა და მაგდა ანიკაშვილმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და მათ არჩევნებზე „ქრისტიან - დემოკრატების" მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, დასაქმება არის გასაღები ყველა იმ პრობლემის, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
„ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებმა თავისუფლად იგრძნონ თავი იმით, რომ იქნებიან დასაქმებულები და ექნებათ საკუთარი შვილებისთვის განათლების მიცემის შესაძლებლობა, ხოლო პენსიონერებს არ გაუჭირდეთ საჭირო მედიკამენტების შეძენა. ყველა ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია სამართლიანი ტარიფების დაწესების, ეკონომიკის ამუშავებისა და ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინების შემთხვევაში.