საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვატო ყიფიანის მკვლელობის დაკვეთის შესახებ გავცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასული კადრების შესახებ გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის ქართველი კრიმინალების და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაცია. ოთარ პატარიძე ქ. მოსკოვში მართლაც ჰყავდათ გატაცებული ფულის გამოძალვის მიზნით, რაზედაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2010 წელს დაწყებულია გამოძიება.
გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ სპეცსამსახურებს არ ქონდათ საშუალება ჩართულიყვნენ ამ საქმეში და გაეთავისუფლებინათ გატაცებული, ხოლო ოთარ პატარიძის სიცოცხლეს ემუქრებოდა რეალური საფრთხე, გატაცებულის ოჯახის მოთხოვნით გადაწყდა, რომ გატაცებულის ნათესავს, კერძოდ კი მის სიმამრს, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში გადაეხადა გამტაცებლების მიერ მოთხოვნილი თანხა რათა გაეთავისუფლებინათ ოთარ პატარიძე. გავრცელებულ კადრებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, გარდა სასტიკად ნაწამები ოთარ პატარიძის იძულებითი საუბრისა, რომლებიც მიუთითებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიმე სახით მონაწილეობას მკვლელობის დაკვეთაში. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ტელეკომპანია „მაესტრო" ქართველი კრიმინალების და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ერთობლივ ოპერაციას იყინებს ჩვენი უწყების დისკრედიტაციისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გავრცელდა ვიდეორ, რომლის მიხედვით, აჭარის კონსტიტუციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურაზე პატარიძე თავისი ძმის ოთარ პატარიძის მეშვეობით მოსკოვში ჩეჩენი ქილერს ვატო ყიფინაის მკვლელობას უკვეთავს.
ქილერები იღებენ ფულს - მაგრამ არ კლავენ და მძევლად აყავთ - მკვლელობის დამკვეთი - აჭარის კუდ-ის უფროსის თეიმურაზ პატარიძის ძმა - ოთარ პატარიზე, რომელსაც ანთავისუფლებენ მხოლოდ თანხის ბოლომდე გადახდის მერე. მთელი ოპერაციის მსვლელობისას ქილერები იღებენ და იწერენ ყველა სატელეფონო საუბარს, ფულის გადაცემის პროცესს - დამკვეთის დაწვრილებით ახსნას - თუ ვინ, რატომ და როდის დაუკვეთა ყიფიანის მოკვლა. .
ვიდეო, რომელიც youtube-ზე აიტვირთა მინაწერი აქვს, რომ ეს ეპიზოდები დამონტაჟებულია ძალიან ვრცელი აუდიო-ვიდეო მასალისაგან. მეორე და მესამე ნაწილი - უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. სადაც ვატო ყიფიანის მოკვლის დაკვეთის გარდა - საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ამსახველი ფაქტებია აღბეჭდილი. როგორც ირკვევა - სააკაშვილის ხელისუფლება - რეგულარულად და მჭიდროდ თანამშრომლობს ქილერებთან და სხვა მტრად გამოცხადებულ ელემენტებთან, ასევე სხვა ქვეყნის სპეც. სამსახურებთან.