აჭარის კონსტიტუციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურაზე პატარიძე თავისი ძმის ოთარ პატარიძის მეშვეობით მოსკოვში ჩეჩენი ქილერს ვატო ყიფინაის მკვლელობას უკვეთავს. ამის შესახებ ვიდეო-მასალას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.
გავრცელებული მასალის მიხედვით, სააკაშვილის ხელისუფლება უკვეთავს ვატო ყიფიანის მოკვლას - ჩეჩენ ქილერებს რუსეთში.
ქილერები იღებენ ფულს - მაგრამ არ კლავენ და მძევლად აყავთ - მკვლელობის დამკვეთი - აჭარის კუდ-ის უფროსის თეიმურაზ პატარიძის ძმა - ოთარ პატარიზე, რომელსაც ანთავისუფლებენ მხოლოდ თანხის ბოლომდე გადახდის მერე. მთელი ოპერაციის მსვლელობისას ქილერები იღებენ და იწერენ ყველა სატელეფონო საუბარს, ფულის გადაცემის პროცესს - დამკვეთის დაწვრილებით ახსნას - თუ ვინ, რატომ და როდის დაუკვეთა ყიფიანის მოკვლა. .
ვიდეო, რომელიც youtube-ზე აიტვირთა მინაწერი აქვს, რომ ეს ეპიზოდები დამონტაჟებულია ძალიან ვრცელი აუდიო-ვიდეო მასალისაგან. მეორე და მესამე ნაწილი - უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. სადაც ვატო ყიფიანის მოკვლის დაკვეთის გარდა - საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ამსახველი ფაქტებია აღბეჭდილი. როგორც ირკვევა - სააკაშვილის ხელისუფლება - რეგულარულად და მჭიდროდ თანამშრომლობს ქილერებთან და სხვა მტრად გამოცხადებულ ელემენტებთან, ასევე სხვა ქვეყნის სპეც. სამსახურებთან.