"ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, თუმცა, ალბათ, მეტიც შეგვეძლო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
"3 დღეში ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონი, ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი შემფასებელი, საბოლოო მსაჯული არის არა რუსული ფული, არამედ მისი უდიდებულესობა ქართველი ერი, თითოეული თქვენგანი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, 1-ელ ოქტომბერს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და ქართველი ერი აუცილებლად გაიმარჯვებს. პრეზიდენტის განმარტებით, მისმა მთავრობამ მემკვიდრეობით გაჭირვება მიიღო, თუმცა ის მემკვიდრეობით გადასცემს გაძლიერებულ საქართველოს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა სააკაშვილმა.