სიღნაღის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნიკოლოზ მოსულიშვილის ცემის ფაქტზე.
სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრებმა გია ჭუჭულაშვილმა "112" - ის ოპერატორს განუცხადა, რომ ნაცემი არის ამავე სოფლის მკვიდრი კოალიცია „ქართული ოცნების " წევრი ნიკოლოზ თეიმურაზის-ძე მოსულიშვილი.
დადგინდა, რომ მოსულიშვილი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, სცემეს
უცნობმა ნიღბიანმა პირებმა.
მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით.