საქართველოს პრეზიდენტმა მიეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ბერნარ კუშნერის სტატიაზედაც ისაუბრა.
როგორც ცნობილია, დღეს ფრანგულ გამოცემაში ბერნარ კუშნერის წერილი გამოქვეყნდა, სადაც კუშნერი წერს, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის წარმატებაა. სააკაშვილის განმარტებით, კუშნერმა საქართველოს დემოკრატიის ნათელი მაგალითი უწოდა.
"ამიტომ რა მოხდება საქართველოში, ეს გადაწყვეტს იმას, თუ რა მოხდება ევროპაში - ეს არის კუშნერის სიტყვები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.