"კანონიერმა ქურდებმა თავიანთი თვითმფრინავის ბილეთები უკან ჩააბარონ", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ სტადიონზე სიტყვით გამოსვლისას.
"მინდა ვუთხრა დავიწყებულ, მაგრამ ახლა თავი რომ წამოყვეს, კანონიერ ქურდებს, თვითმფრინავის ბილეთები ჩააბარონ უკან. მათ საქართველოში არავინ ელოდება", _ განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე გრანდიოზული მიტინგი, რაც ოდესმე საქართველოში გამართულა.
"არასოდეს გამოვსულვარ ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე. ბევრი აუდიტორია მინახავს, ბევრი მიტინგი მინახავს, მაგრამ ეს არის ყველაზე გრანდიოზული მიტინგი, რაც ოდესმე საქართველოში გამართულა", _ განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ სტადიონზე "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო მიტინგი მიმდინარეობს.