"ჩვენი ქვეყანა ძალიან შორს იყო ევროკავშირისგან და ნატოსგან, ეს არის საუკუნოვანი ოცნება და არის ახლა დაყოვნებისა და უკან დაბრუნების დრო?!"- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე შეკრებილ ადამიანებს.
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ახლა წინსვლის დროა. მან მოიშველია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომელიც ვიქტორ ორბანმა ქუთაისში წარმოთქვა, რომ ქვეყანამ უკან აღარ უნდა დაიხიოს.
"გუშინ მოგვმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, არ დაუშვათ უკან დახევაო. როდესაც უნგრეთმა უკან დახევა დაუშვა, ის უკვე იყო ევროკავშირისა და ნატოს წევრი და მის დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრებოდა. ჩვენი უკან დაბრუნება, როდესაც რუსეთი ჩასაფრებულია ჩვენი ტერიტორიის შიგნით, ესაა მიბრუნება მოუსვლელში და იქიდან აღარ ბრუნდებიან. ამიტომ ჩვენ არ შეიძლება იქ მივრუნდეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2014 წელი ნატოს გაფართოების სამიტის წელია და ნატოში ჩვენი შესვლა "ხელისგაწვდენაზეა", თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.