"საქართველოში კანონიერი ქურდები არასდროს დაბრუნდებიან", _ განაცხადა ეროვნულ სტადიონზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა ივანე მერაბიშვილმა.
"საქართველო ჯერ კიდევ არჩევნის წინაშე დგას - დაბრუნდება უკან, თუ წავა წინ. ჩვენს მტრებს უნდათ, რომ საქართველოში დაბრუნდნენ კანონიერი ქურდები, კორუმპირებული ჩინოვნიკები და კრიმინალები. მე და ჩემი გუნდი და ყველა ერთად, ვიძლევით გარანტიას, რომ საქართველოში კანონიერი ქურდები არასდროს დაბრუნდებიან", _ განაცხადა მერაბიშვილმა.