პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, ორ დღეში სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 77 პატიმარი დატოვებს. სასჯელ აღსრულების სამინისტროში გამართულ სხდომაზე, კომისიამ 400-მდე პატიმრის განაცხადზე იმსჯელა.
გათავისუფლებულ პატიმართა შორის ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულები არიან, ასევე, ის პატიმრები, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს.