"ჩვენ ერთად ვართ და ჩვენ ძლიერები ვართ, მაგრამ ამ ერთობას წინ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა ელის",_ განაცხადა სტადიონზე შეკრებილი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ.
"სამ დღეში ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ არჩევანი, საით წავა ეს ქვეყანა, როგორი იქნება ჩვენი შვილების მომავალი და რა გზას აირჩევს საქართველო და მე უ ვინმე მკითხავს, რატომ არის 1-ლი ოქტომბრის არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი, მე გეტყვით ჩემს აზრს. რატომ? ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს უჭირს, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ გვხვდება უსამართლობა და უფლებების დარღვევა", _ აცხადებს ბაქრაძე.
მისი თქმით, ყოველივე ამის აღმოსაფხვრელია, რომ ოთხი წლის შემდგე საქართველო იყოს უკეთესი.