"გინდათ დასაქმებული საქართველო? მაშინ ხმა მიეცით "ნაციონალური მოძრაობის" დასაქმების პროგრამას", - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ეროვნულ სტადიონზე სიტყვით გამოსვლისას.
"ბევრი რამე შეიძლება გაწუხებდეს, მაგრამ იმაზე მწარე არაფერია, როცა არ იცი, შვილს რა ჩააცვა და რა აჭამო. ჩვენ მოვალთ თქვენთან, გავაკეთებთ ინდივიდუალურ ბაზას, გადამზადებასა და ახალი პროფესიების დაუფლებაში დაგეხმარებით. ერთხელ და სამუდამოდ სახლიდან სამსახურში უნდა წახვიდეთ და არა სახლიდან ეზოში და ეზოდან სახლში", -განაცხადა უგულავამ, რომელმაც ბორის პაიჭაძის სტადიონზე შეკრებილ ხალხს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"თუ არ ვიწამეთ, არაფერი გამოგვივა. ორი მიზანი გვაქვს - არ გვექცეს ახალი საავადმყოფოები მუზეუმებად და სადაზღვევო პოლისები ფარატინა ქაღალდებად," - განაცხადა უგულავამ.
თბილის მერმა სიტყვით გამოსვლისას გლდანის ციხეში მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ გავრცელებულმა ვიდეკადრებმა ქვეყნის წარსული გაახსენა.
"ამ კადრებმა ჩვენი ქვეყნის წარსული გამახსენა, როცა ეს ყველგან იყო, სისწრაფეში რაღაც გამოგვეპარა, თანავუგრძნობ მათ. ჩვენ ეს სირცხვილი უნდა ვაქციოთ შემობრუნებად, რომ ძალადობამ ერთხელ და სამუდამოდ დატოვოს ჩვენი საპატრიმროები", _ განაცხადა უგულავამ.
"არჩევნები მოგვადგა კარს, ბევრს არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა. კომპრომატების იარაღმა დაგვღალა, ამან დაგვავიწყა ხალხი", - განაცხადა მან.