საქართველოს პირველ ლედის სტუდენტების პრობლემა აწუხებს, ამის შესახებ განცხადება სანდრა რულოვსმა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პირველი ლედის განმარტებით, თუკი ახალმა სადაზღვევო სისტემამ სტუდენტები გაახარა, ახლა სტუდენტებს სულ სხვა რაღაც აწუხებთ.
"მეც მაწუხებს, რაც სტუდენტებს აწუხებთ, მაგრამ მე ვხედავ, რომ არის მონდომება და სწრაფი რეაგირება", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
პირველი ლედის განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წარმატება ყველა სფეროში მიიწეს. რულოვსმა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაზედაც ისაუბრა და განმარტა, რომ ძალისხმევა არ უნდა იყოს დანანებული, რომ საქართველოში ჯანდაცვა მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი.
პირველმა ლედიმ ღვედების პროგრამაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ აკრძალვამ შედეგი გამოიღო, რადგანაც ტრამვებისა და სიკვდილოანობის მაჩვენებელი შემცირებულია.
"მე დღეს ვიყავი ქსანში, სადაც ტუბერკლიოზის მკურნალობისა და სარეაბილიტაციო ცენტრი დავათვალიერეთ. ცენტრში 500-700 საწოლი დგას, ტუბერკულიოზიანი პატიმრებისთვის. მემგონი, თქვენ გესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პენიტენციალური სისტემისთვის. იმ შვიდასი საწოლიდან 200 საწოლი არის ჩემი მშობლიური ქალაქიდან ჰოლანდიიდან გადმოტანილი. ამ პატარა წვლილით ძალიან ვამაყობ. იმ საავადმყოფოდან ჩვენი უფროსი შვილი ედუარდი დაიბადა ჰოლანდიაში, რადგანაც მე 17 წლის წინ ვერ გავბედავდი აქ გაჩენას, მაგრამ ჩვენი მეორე შვილი აქ, საქართველოში დაიბადა, რადგანაც ეს სულ სხვა საქართველოა. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ საავადმყოფოების აშენება. 150 ახალი საავადმყოფო აშენდა, რამდენიმე დაგვიანებით შენდება ინვესტორტის გამო, მაგრამ მე ეს საქმე პირად კონტროლზე ავიყვანე და მივიყვან ბოლომდე. როცა დავდიოდი საავადმყოფოებში, რათა გამეგო, იყო თუ არა სისტემა მზად დამატებით 1 მლნ დაზღვეულის მისაღებად და როგორც ხედავთ მზად იყო", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
რულოვსმა უშვილობის პრობლემაზედაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყოველ მეშვიდე წყვილს ანალოგიური პრობლემა აწუხებს და საჭიროა სხვანაირი მიდგომა, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს. რულოვსმა აღნიშნა, რომ ის ამ მიმართულებით ბევრს იმუშავებს და შედეგს მიაღწევს. პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ პატარ-პატარა დარღევები ჯანდაცვაშიც არსებობს.
"დარღვევები არსებობს. დარღვევები ჩვენს ციხეებშიც. ძალიან გასანერვიულებელი კადრები იყო. ვიცი, ეს სხვაგანაც ხდება, მაგრამ მე ამ ფაქტს სხვანაირად ვუყურებ. მე მინდა, რომ საქართველო იყოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით უფრო კარგი, უფრო ჰუმანური და უფრო იდეალური, რადგანაც ჩვენ ძალიან ნიჭიერი ხალხი გვყავს", - განაცხადა პირველმა ლედიმ.