ეროვნულ სტადიონზე "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შეკრება მიმდინარეობს. პირველად შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა მიმართა. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი შეძლებს საკუთარ რიგებში არსებული პრობლემები დაამარცხოს და ქვეყანა ფეხზე დააყენოს.
„ქართველ ხალხს უყურებს მსოფლიო, შეძლებს თუ არა ქვეყანა ფეხზე ადგეს, ჩვენ გვეუბნებიან რომ თქვენი დრო ამოიწურაო, მაგრამ, ჩვენი მიზანია, საქართველო წელში გაიმართოს, გამარჯვებამდე სამი დღე დაგვრჩა. ჩვენი გამარჯვება სიმართლეს ეფუძნება,"-განაცახადა გაბაშვილმა.
სტადიონზე შეკრებილ მხარდამჭერებს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც მიმართა და მან სამთვარობო პროგარამაზე ისაუბრა.