შსს აბაშის რაიონული სამმართვლოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ვალერიანე ცომაია დააკავეს.
შსს ინფორმაციით, ცომაია აბაშის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო პლაკატებს ხევდა.
ადგილზე მისულ პოლიციას მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღსანიშნავია რომ ვალერინე ცომაიას მსგავსი ქმედებების გამო უკვე ორჯერ აქვს პოლიციისგან გაფრთხილება მიღებული. ამჯერად მოხდა მისი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და გადაყვანილია სასამართლოში.