"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ეროვნულ სტადიონზე იკრიბებიან. როგორც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპოდენტი იტყობინება მოძრაობა წერეთლის გამზირზე პარალიზებულია. პოლიციელები მხოლოდ სამარშრუტო ტაქტებსა და დროშიან ავტომობილებს ატარებენ.
ამას გარდა, ყოფილი თელასის მიმდებარე ტერიტორიიდან ეკლესიამდე რეგიონებიდან ჩამოსული ავტობუსები დგას, ეკლესიიდან კი სტადიონის შესასვლელამდე ცარიელ სამარშრუტოები დგანან.
"ჯი-ეიჩ-ენის" კორესპოდენტის ინფორმაციით, სამარშრუტოები და მიკროავტობუსები საქართველოს ყველა რეგიონიდან არის ჩამოსული.