ვაკეში, ჭავჭავაძის 74-ში, ლიბერთი ბანკის სათავო ოფისის 15-სართულიან შენობას ცეცხლი უკიდია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ცეცხლი ბანკის ყველა სართულზეა გავრცელებული.
ხანძრის გამოწმევ მიზეზებზე თანამშრომლები ვერ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ცეცხლი უცებ გაჩნდა და რამდენიმე წუთში მოედო ყველა სართულს.
ამჟამად მიმდინარეობს თანამშრომელთა ევაკუაცია.