„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა „თბილისის არტ ჰოლის" სკვერში ნაძალადევის მოსახლრობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს და მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.
„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახვლედიანმა, ჯაბა სამუშიამ და ზურა ხაჩიძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და მოსახლეობას 1 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, არა მხოლოდ ნაძალადევში, არამედ მთელს საქართველოში მომავალი არჩევნები უკავშირდება უსაფრთხოების, მშვიდობის, სამართლიანობისა და თავისუფლების უფრო მეტი განცდის შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში.
„ძალიან რთული წარმოსადგენია თავისუფალი ადამიანი თუ მას არ აქვს დასაქმების შესაძლებლობა და ყოველ დღე დარდობს იმაზე, როგორ შეიტანოს ლუკმა პური თავის ოჯახში. ამიტომ სამართლიანობასთან და სახელმწიფო ძალადობის შეწყვეტასთან ერთად ჩვენი „ქრისტიან - დემოკრატების" მთავარი გეგმა უკავშირდება ხალხის დასაქმებას, ქართული ეკონომიკის ამუშავებას, სამართლიანი ტარიფების დაწესებას, ახალგაზრდების განათლებასა და ჩვენი მოხუცების დაფასების გზას." - განაცხადა გიორგი თარგამაძემ