Forsa -ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ ციხის მოვლენების შემდეგ პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს და გადადგეს.
რაც შეეხება შეკითხვას, უშუალოდ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გლდანის ციხეში მომხდართან დაკავშირებით პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
ბაჩო ახალია 9,7 %, ხათუნა კალმახელიძე 9,5, მთავრობა 9,0 %, მიხეილ სააკაშვილი 8,7%, ვანო მერაბიშვილი 8,7%. Aამ შემთხვევაში პროცენტული შკალა 10%-ით განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კვლევითმა ცენტრმა Forsa -მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 20-25 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა და პირისპირი ინტერვიუერის მეთოდით 1 943 ადამიანი გამოიკითხა. კვლევაში ცდომილების ზღვარი + _ 1-2%. კვლევა დაფინანსებულია დემოკრატიული ფონდის მიერ.