Forsa: -ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47% მიხეილ სააკაშვილის ქმედებებით უკმაყოფილოა.
შეკითხვაზე კმაყოფილი ხართ, თუ არა მიხეილ სააკაშვილის ქმედებებით შედეგები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 47% უკმაყოფილოა, 34% ძალიან უკმაყოფილო, 19% პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
შეკითხვაზე ვის ისურვებდით საქართველოს პრემიერად შედეგები ასე გადანაწილდა: ბიძინა ივანიშვილი 52%, რაც აგვისტოს კვლევასთან შედარებით 9% გაზრდილი, ივანე მერაბიშვილს მხარდაჭერას გამოკითხულთა 23% უცხადებს, რაც აგვისტოს კვლევასთან შედარებით 10% დაკლებული, გამოკითხულთა 25% კი პასუხის გაცემაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ კვლევითმა ცენტრმა Forsa -მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 20-25 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა და პირისპირი ინტერვიუერის მეთოდით 1 943 ადამიანი გამოიკითხა. კვლევაში ცდომილების ზღვარი + _ 1-2%. კვლევა დაფინანსებულია დემოკრატიული ფონდის მიერ.