გერმანული კვლევითი ორგანიზაციის (Forsa:-ს) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს ისურვებდა.
შეკითხვაზე ვის ისურვებდით საქართველოს პრემიერად შედეგები ასე გადანაწილდა: ბიძინა ივანიშვილი 52%, რაც აგვისტოს კვლევასთან შედარებით 9% გაზრდილი, ივანე მერაბიშვილს მხარდაჭერას გამოკითხულთა 23% უცხადებს, რაც აგვისტოს კვლევასთან შედარებით 10% დაკლებული, გამოკითხულთა 25% კი პასუხის გაცემაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ კვლევითმა ცენტრმა Forsa:-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 20-25 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა და პირისპირი ინტერვიუერის მეთოდით 1 943 ადამიანი გამოიკითხა.
კვლევაში ცდომილების ზღვარი + _ 1-2%. კვლევა დაფინანსებულია დემოკრატიული ფონდის მიერ.