საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, თბილისში, ტაშკენტის .#27-ში, Express სერვისცენტრის გახსნის შესახებ განაცხადა. ულტრათანამედროვე დიზაინის Express სერვისცენტრები, მომხმარებელს ყველაზე მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობენ.
საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრები მომხმარებელს დილის 900 საათიდან საღამოს 2100 საათამდე, ასევე შაბათ-კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე ემსახურებიან. Express სერვისცენტრებში მოწყობილია 24 საათიანი თვითმომსახურების ზონაც, სადაც განთავსებულია: ინტერნეტბანკი, ბანკომატი და Express Pay თვითმომსახურების ტერმინალი.
ამ დროისთვის საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრების ქსელი უკვე 34 ფილიალს ითვლის.