გერმანული კვლევითი ორგანიზაციის (Forsa -ს) მიერ ჩატარებული კვლევის მიxედვით ,,ქართული ოცნება" ლიდერობს.
შეკითხვაზეხხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს მონაცემები ასე გადანაწილდა: ,,ქართული ოცნება" 65%, რაც აგვისტოში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით 16% მომატებული, ,,ნაციონალურ მოძრაობას" მხარდაჭერას გამოკითხულთა 25% უცხადებს, რაც აგვისტოს კვლევასთან შედარებით 18% დაკლებული, ,,ქდმ" მხარდაჭერას 6% უცხადებს, იგივე მაჩვენებელი ფიქსირდებოდა აგვისტოს თვეშიც, რაც შეეხება სხვა პარტიებს მათ გამოკითxულთა 4% უჭერს მხარს, აგვისტოს მონაცემებთან შედარებით ეს ციფრი 2% გაზრდილი.
რაც შეეხება, იგივე შეკითხვას თბილისის მასშტაბით მონაცემები ასე გადანაწილდა: ,,ნაციონალური მოძრაობა" 14%, ,,ქართული ოცნება" 72%, ,,ქდმ" 6%, სხვა პარტიები 8%.
შეგახსენებთ, რომ კვლევითმა ცენტრმა Forsa -მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 20-25 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა და პირისპირი ინტერვიუერის მეთოდით 1 943 ადამიანი გამოიკითხა. კვლევაში ცდომილების ზღვარი + _ 1-2%. კვლევა დაფინანსებულია დემოკრატიული ფონდის მიერ.