სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II_ის ლოცვა-კურთხევით შაბათ-კვირას იკურთხება საქართველოს ქალაქები და სოფლები ყველა ეპარქიაში, - განაცხადა ჟურნალისტებთან კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
წირვის შემდეგ მოძღვრები და მრევლი საეკლესიო ბაირაღებითა და ჯვარ-ხატებით, ლოცვითა და გალობით, ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თავიანთი ტაძრების მიმდებარე ტერიტორიას და შემდეგ, წინასწარ დადგენილი მარშრუტით, შეუერთდებიან სხვა ტაძრების მღვდელმსახურებსა და მრევლს და ერთად გაემართებიან ცენტრალურ მოედანზე, სადაც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი შეასრულებს პარაკლისს.
მრავალგზვის წაიკითხება ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი: `მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო~.