დღეს, 28 სექტემბერს, პორტუგალიაში, ლისაბონში მიმიდნარე ახალი ამბების სააგენტოების ევროპული ალიანსის გენერალურმა ასამბლეამ ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" (საქართველო) ალიანსის სრულუფლებიან წევრად აირჩია.
ფარული კენჭისყრაში 26 ქვეყნის საინფორმაციო სააგენტოების წარმომადეგენლი მონაწილეობდა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ასამბლეაში მონაწილე 26 ქვეყნის სააგენტოების წარმომადგენელმა ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა "ჯი-ეიჩ-ენის" ალიანსში გაერთიანებას.
"გილოცავთ EANA-ს სრულუფლებიან წევრობას. ამ დიდ წარმატებას ვულოცავ "ჯი-ეიჩ-ენის" ყველა თანამშრომელს. იმედს ვიტოვებთ, რომ ალიანსში გაწევრიანება იქნება თქვენი შემდგომი წარმატებებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. სამი წლის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს საქმიანობას. ალიანსის თითოეული წევრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ობიექტურობა და მიუკეძოებლობა. გისურვეებთ წარმატებებს!", - განაცხადა ალიანის გენერალურმა მდივანმა ერიკ ნევილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
"ჯი-ეიჩ-ენს" ალიანის წევრების სახელით წარმატება მიულოცა ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტო BTA-ს გენერალურმა დირექტორმა მაქსიმ მინჩევმა.
"გილოცავთ, ეს არის "ჯი-ეიჩ-ენის" უდიდესი აღიარება. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც თვალს ვადევნებთ თქვენს საქმიანობას თვალნათლივ ვრწმუნდებით, რომ ნამდვილად ხართ ობიექტური და მიუკერძოებელი მედიასაშუალება. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო კენჭისყრის შედეგები, როდესაც თქვენი ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპულ ოჯახში", - განაცხადა მაქსიმ მინჩევმა.
"უდიდესი მადლობა გენერალურ ასამბლეას, ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს. მადლობას ვუხდი "ჯი-ეიჩ-ენის" თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობდნენ ჩვენთან. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს ერთგულ მკითხველებს. ჩვენ, დაუღალავი შრომითა და თავდადებით დავდეთ ჩვენი წილი აგური საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის საქმეში და დღეიდან ევროპის ახალი ამებების ნაციონალური სააგენტოების რუკაზე "ჯი-ეიჩ-ენი" მკვიდრდება, როგორც მისი სრულუფლებიანი წევრი. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი იმ ხარვეზების შესახებაც, რომელიც გვხდება ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხიმგებლობა, სტიმული და დარწმუნებულები ვართ რომ ყველა სიძნელეს დავძლევთ", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი გოჩა მირცხულავა.
EANA - ახალი ამბების სააგენტოების ევროპული ალიანსი არის ერთ ერთი ყვეელაზე ავტორიტეტული ევროპული მედიაგაერთიაანება, რომელიც 1956 წლის 21აგვისტოს დაფუძნდა. ორგანიზაციის წევრები არიან შემდეგი ახალი ამბების სააგენტოები: AFP, APA, ANSA, ANP,AA, AZERTAC, BTA, DPA, LUSA, EFE, SDA,STA BELGA, RITSAU, PRES ASSOCIATION, PAP, HINA, ITAR-TAAS, TASR, UKRINFORM, და ა.შ..