"სამწუხაროდ, ყოველთვის ვიყავი ხელისუფლების სამიზნე ხუთეულში", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის მიერ გამოქვეყნებული მასალების კომენტირებისას, რომელსაც ხელისუფლების დაკვეთას უწოდებს.
"სამწუხაროდ, ყოველთვის ვიყავი ხელისუფლების სამიზნე ხუთეულში. მათ ხომ უყვართ ციფრი ხუთ. ხელისუფლება კვლავ ამუშავებს ძალადობის მანქანას. Aასე, რომ არ გამკვირვებია, რომ სხვადასხვა ფორმით მებრძვიან და მიზანი არის ერთი: მოახდინონ ჩემი პროვოცირება, გამოვესარჩლო ამ თემას, ჩავერთო უაზრო პოლემიკაში და საარჩევნო კამპანია გვერდზე გადავდო", _განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრმა ბესო სურმავამ გამოაქვეყნა ვიდეო-მასალა, სადაც კოალიციის ლიდერების სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი.