"ქართულ აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის" პრეზიდენტმა, პროფესორმა ნესტან კირთაძემ 27 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო მაღალი რანგის შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში გაიმართა "თავდაცვისა და უსაფრთხოების განრიგის" ორგანიზებით.
შეხვედრის ფარგლებში ლიდერებმა ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების სფეროდან განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და იარაღის გაუვრცელებლობის საკითხები. შეხვერდრაში, რომელიც 5 საათს გრძელდებოდა მონაწილება მიიღეს ნატოს, ევროკავშირის, ამერიკისა და რუსეთის უმაღლესმა წარმოადგენლებმა.
ვიზიტის ფარგლებში შედგეა ნესტან კრითაძის შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, - ელჩთან ალექსანდრ ვერშბოუსთან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მაოდგილესთან - იოან მირჩეა პასკუსთან, აშშ-ის უმაღლეს ექსპერტთან საერთაშორისო ურთიერთობების დარგში - რეზა ასლანთან, აგრეთვე "თავდაცვისა და უსაფრთხოების განრიგის" თამჯდომარესთან - ჯილ მერტთან.
ნესტან კირთაძემ ელჩს ალექსანდრ ვერშბოუს გადასცა ოფიციალური მიმართვა საქართველოში მიმდინარე რეალური პოლიტიკური ვითარების შესახებ, და განსაკუთრებით პენიტენციალურ სისტემაში არსებული ადამიანის უფლებისა და ღირსების შემლახავი საშინელი ფაქტების შესახებ. პატიმართა სისტემური წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტები, რომლებიც სისტემატიურად ხდებოდა საქართველოს ხელისუფლებისგან მდუმარე თანხმობითა და ხელშეწყობით არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს საერთაშორისო საზოგადოებისათვის. "ქართულ აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტმა", პროფესორმა ენსტან კრითაძემ მოითხოვა, რომ შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო კომისია, რომელშიც გაერთაინდებიან ექსპერტები და დამკვირვებლები ამერიკიდან, ევროკავშირიდან და გაეროდან, რომლებიც შეისწავლიან არსებულ სასტიკ რეალობას და დადებენ კვალიფიციურ რეკომენდაციებს და საერთაშორისო მოთხოვნებს საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სისტემური ცვლილებებისა და რეფორმების დაუყოვნებლივ დაწყებასთან დაკავშირებით.
"ქართულ აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშოპრიოს მოძრაბის მიმართვა გადაეცა ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს.
შეხვედრაზე ნესტან კრიტაძემ მომავალ პარტნიორებთან აგრეთვე განიხილა "ქართულ აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობასან" თანამშორმლობის გაღრმავების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციას მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში.
ჯილ მერიტმა, რომელიც ასევე გახლავთ ევროპაში ერ-ერთი მსხვილი ექსპერტული საზოგადოების "ევროპის მეგობრების" მდივანი, ნესტან კირთაძესტან ერთად განიხილა ორივე ორგანიზაციის (ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" და "ქართულ აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის") შესაძლო ჩართულობა პროექტში, როემლიც ითვალისწინებს უახლოეს მომავალში ევროპულ დონეზე პირდაპირი სამშვიდობო დიალოგის დაწყებას ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის.
კირთაძე ოფიციალურ შეხვედრებს 29 სექტემებრს დაასრულებს.