შსს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მალხაზ ხულორდავა დააკავეს.
შსს ინფორმაციით, მალხაზ ხულორდავა კოალიცია „ქართული ოცნების" აქტივისტების კოლონას შეუერთდა და მათი მხარდაჭერის ნიშნად რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. ადგილზე მისულ პოლიციას ხულორდავა გაექცა. პოლიციამ განახორციელა დევნა. ხულორდავას დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა მისი ბინა გაჩხრიკეს. ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (AKC) და ტყვიები. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით. ხულორდავა წარსულში ნასამართლევია.