"არ აქცევთ ყურადღებას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს? მაშინ თქვენს თავს დააბრალეთ!" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი "Bloomberg"-ი, რომელშიც პროგნოზებს "International Crisis Group"-ის სამხრეთ კავკასიის პროგრამის დირექტორი ლორენს შიტსი ევროპისა და დასავლებით ქვეყნების ლიდერებს აფრთხილებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები მათ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან ქვეყანაში, ისტორიაში ყველაზე არაპროგნოზირებადი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
სტატიის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ არჩევნებში ვერც ერთი პარტია ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მიიღებს.
"1-ელ ოქტომბერს საქართველოში ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე არაპროგნოზირებადი არჩევნები უნდა ჩატარდეს. მრავალი შიშობს, რომ მხარე, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება თავის დამარცხებას არ აღიარებს. შესაძლოა მოხდეს შეტაკებები, რომლებიც შემდეგ არეულობაში გადაიზრდება ან ვინმეს მისცემს საშუალებას არეულობა გამოიწვიოს", _ წერს ავტორი და სვამს კითხვას - რა უნდა გააკეთონ დასავლელმა ლიდერებმა ამ შემთხვევაში? პასუხი ამ კითხვაზე ავტორს სტატიაში თავად აქვს.
"ნათლად უნდა აესხნას ქართველებს, რომ ნებისმიერი მხარე, რომელიც მიმართავს ძალადობასა და გაყალბებას მკაცრად იქნება დაგმობილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ. პრეტენზიები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამშივიდობო ფორმაში უნდა გამოითქვას და საქმე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, იდეალურ ვარიანტში კი საერთაშორისო დამკვირვებელთა კონტროლის ქვეშ", + წერს შიტსი.
სტატიის ავტორი ორივე მხარეს მოუწოდეს შეარბილონ რიტორიკა და დაფიქრდნენ თუ როგორ მართონ ქვეყანა ერთად, ვინაიდან, სტატიის მიხედვით ვერც ერთი პარტია ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას აშკარად ვერ მიიღებს.