ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს. ,,ქართული ოცნების" თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქუცნაშვილმა განცხადა ხელისუფლება გაჭირვებულ ოჯახებს მხარდაჭერის სანაცვლოდ, ბინების გადაცემას ჰპირდება.
,,მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებამ რაიონული საავადმყოფოები გაუქმა და პატარა ახალი საავადმყოფოები ააშენა. თიანეთში საავადმყოფოს ძველი შენობა, რომელიც არის ხუთსართულიანი, კაპიტალურად აშენებული, საკმაოდ დიდი ფართის. Aახლა ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არემონტებენ სასწრაფო წესით, რომ ხმის სანაცვლოდ გადასცენ ოჯახებს საცხოვრებელი მიზნით. წარმოიდგინეთ, რამხელა დაპირებაა, რომ ამ გაჭირვებულ ცხოვრებაში ვიღაცამ ბინა გაჩუქოს", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქუცნაშვილმა.
მისივე განცხადებით, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თიანეთის მასშტაბით უსახლკაროების სია შეაგროვეს.
"თიანეთის მასშტაბით შევაგროვეთ იმ ადამიანების განცხადებები, რომელთაც სახლი არ აქვთ, ან ჰქონდათ და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ჭერი თავზე ჩამოენგრათ. 41 კაციანი სია თიანეთის საკრებულოში შევიტანეთ და კომისიის შექმნა მოვითხოვეთ. Kკომისია დაადგენს ვინ არის ნამდვილად უსახლკარო და ვის ეკუთვნის საცხოვრებელი ბინები", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქუცნაშვილმა.
მისივე განცხადებით, საუბარია დაახლოებით 10 000 კვადრატული მეტრის ფართზე.
"ძველი საავადმყოფოს შენობა დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია, რაც მინიმუმ 50 მაქსიმუმ 100 ოჯახის დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. 100 ოჯახი თიანეთის რაიონისთვის არის 400-500 ხმა ,,ნაციონალების" სასარგებლოდ", _ განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.