„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნოდარ სარჯველაძე ომის ვეტერან დავით კიკნაძეს ესტუმრა.
ნოდარ სარჯველაძემ ოჯახს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
ნოდარ სარჯველაძის განცხადებით, როდესაც საარჩევნო კამპანია დაიწყო ჯერ რჩევები ომის ვეტერან ნოდარ ნათაძისგან მიიღო და შემდეგ უკვე ბატონი დავით კიკნაძისგან, თუ როგორ შეიძლება მდგომარეობა გაუმჯობესდეს არამარტო საბურთალოს რაიონში,არამედ მთელს საქართველოში.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ბედზე მაფიქრალ პიროვნებებთან კონსულტაცია, რომელიც ეტალონები არიან ჩვენს ქვეყანაში. ბატონი დავით კიკნაძე არის ჩემთვის გამორჩეული პირივნება. იგი გახლავთ აფხაზეთის ომის ვეტერანი, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი და ძალიან საინტერესო მწერალი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთმა ადამიანმა შესაბამისი რჩევები და ხედვები გაგვიზოარონ, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს არამარტო საბურთალოს რაიონში, არამედ მთელს საქართველოში მდგომარეობა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავითს ასეთი საინტერესო ხედვების გაზიარებისთვის"- განაცხადა ნოდარ სარჯველაძემ
მასალის გამოყენების პირობები