4 თებერვალს, 14 საათზე, "ატელიე 10 ა"-ში გაიმართება "ქართული ჩოხის გადარჩენის პროექტის" დასკვნითი ღონისძიება. პროექტი განხორციელდა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში, ჩოხის ქართული ტრადიციული მეთოდით კერვის ერთადერთი ექსპერტი არსენ მათიაშვილი (იგი თითქმის 60 წელია კერავს ქართულ ჩოხებს), სამი თვის განმავლობაში ატარებდა მასტერკლასებს ახალგაზრდა ქართველი დიზაინერებისთვის. პროექტის მიზანი იყო თანამედროვე დიზაინერებს შეესწავლათ ჩოხის ტრადიციული ქართული მეთოდით კერვის ხელობა.
პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე მასტერკლასების მიმდინარეობისას შეკერილი ცამეტი ჩოხა გადაეცემა ახალგაზრდა ფოლკლორული გუნდს "გულანი" (გუნდის ხელმძღვანელი ანსამბლი "რუსთავის სოლისტი - გიორგი ნატროშვილი).
ღონისძიებას დაესწრება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა.