"საქართველო მიიჩნევს, რომ ყველი "სულგუნის" უკრაინაში წარმოება არღვევს საქართველოს უფლებას სავაჭრო მარკა "სულუგნის" ექსკლუზიურ გამოყენებაზე", - ამის შესხებ უკრაინულ მედიას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განუცხადა.
მინისტრის თქმით, ეს არის საქართველოს უფლებების დარღვევა. "დიახ, ეს არის დარღვევა, მაგრამ ასეთი საკითხები სასამართლოში უნდა გადაწყდეს და სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საბოლოო", - აცხადებს ქობალია.
მისივე თქმით, საქართველო ამ ეტაპზე უკრაინასთან ამ საკითხის სასამართლო განხილვას არ გეგმავს. ქობალიამ დააზუსტა, რომ საქართველოს სავაჭრო მარკებად უკვე დარეგისტრირებული აქვს, ღვინის რამდენიმე სახეობა, ასევე ზოგიერთი რძის პროდუქტები, მათ შორის ყველი "სულგუნი".
დაპატენტებულ პროდუქციას შორის არის ასევე ხაჭაპური, ჭაჭა და ჩურჩხელა. ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერ ქობალია აცხადებს, რომ ეს ღინისძიებები აუცილებელი გახდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფალსიფიცირებლი პროდუქციის წარმოების გამო, პირველ რიგში რუსეთის ფედერაციაში.