პრეზიდენტმა სარფში ანდრია პირველწოდებულის ახლადგახსნილი ტაძარი მოინახულა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ტაძარი სწორედ იმ ადგილას აშენდა საიდანაც საქართველოში ანდრია პირველწოდებული შემოვიდა.
"ეს არის ის ადგილი, სადაც ანდრია პირველწოდებულმა პირველი ქრისტიანი მონათლა. Aაქედან დაიწყო საქართველოში ქრისტიანობა და არ შეიძლებოდა ამისთვის ეს ტაძარი არ მიგვეძღვნა", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ეკლესიის მშენებლობა ოთხი წლის წინ დაიწყო და მისი აგება ძველი ქართული მეთოდი მოხდა. ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მშენებლობა პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა.