გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკაში შეხვედრებს განაგრძობს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარებმა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე, კავკასიის რეგიონში არსებული ვითარებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე ასევე შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს და გაერო-ს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებათა სფეროში ნავი პილაის.