ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ირაკლი ალასანიას შეხვდა.
შეხვედრა ზუგდიდში პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში გაიმართა.
რიჩარდ ნორლანდმა და ირაკლი ალასანიამ ზუგდიდის რაიონში და მთლიანად სამეგრელოში არსებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
რიჩარდ ნორლანდი დაინტერესდა ცალკეული დეტალებით და იმ გარემოთი, რომელიც სამეგრელოში და კერძოდ ზუგდიდის რაიონშია შექმნილი.
ირაკლი ალასანიამ ელჩს დეტულრად გააცნო არსებული "ქართული ოცნების" მხადამჭერებზე ზეწოლის ფაქტები.