კიევის ლუკოიავსკის იზოლატორიდან სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ ქართველი, 40 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ ქათამაძე განთავისუფლდა. კრიმინალურ წრეებში "მაღალო"-ს ან "რეზო მლადში"-ის ზედმეტსახელად არის ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქათამაძეს ადრე უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა, მისი შემდგონი ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე არასასურველად იქნა მიჩნეული.
თავის დროზე დაჭერილი ქათამაძე მოსამართლემ გაუსვლელობის ხელწერილით გამოუშვა სასამართლოს დარბაზიდან. რევაზ ქათამაძე ამის შემდეგ მიიმალა და რუსეთში ზესტაფონელი გავლენიანი ე.წ. ქურდის რევაზ ბუხნიკაშვილის იგივე "პეწო"-ს მფარველობის ქვეშ იმალებოდა.
ქათამაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და იგი მიმალვიდან სამ თვეში კრასნოდარის მხარეში დააკავეს. ამის შემდეგ მისი უკრაინაში ექსტრადაცია მოხდა. მას ბრალად შეიარაღებული თავდასხმა ედებოდა, რის გამოც ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ ქათამაძე უკრაინის სამართალდამცავებმა კვლავ დააკავეს, კიევი-სტამბულის რეისზე დასვეს და ქვეყნიდან დააძევეს.