სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს, 28 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დააკავა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში მხილებული კიდევ 2 პირი.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის მე-2 დაწესებულების განყოფილების უფროსი გაგა ლიპარტელიანი და ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი მიხეილ ჩხაიძე სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს.
აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის მე-2 საპყრობილის ტერიტორიაზე.
გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 18 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.
გამოძიება გრძელდება.