48 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ბადრი კოღუაშვილი ხაკასიის კოლონიიდან პერმში გადაიყვანეს, რამაც "ქურდულ სამყაროში" არსებული ძველი სადავო საკითხების კვლავ წინ წამოსწია.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი "მაყურებლისათვს" ბადრის დამორჩილების მოთხოვნით იყო ზარი "დედ ჰასანის" ძმიშვილისგან "ტიმურ სვერდლოვსკისგან. ამ მოთხოვნას ასევე მხარს უჭერენ ე.წ. ქურდები "გოჯა" და "გიზო". თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო ბადრი კოღუაშვილსაც აღმოაჩნდნენ მხარდამჭრები. მის დასაცავად ზონაზე დარეკილი აქვს გავლენიან ე.წ. კანონიერ ქურდებს "ჩირა"-ს ა "საშა სევერ"-ს, რომელსაც ამ რეგიონში კავშირები აქვს.
მანამ ვიდრე ორი დაპირსპირებული მხარე ამ საქმის დეტალების გარკვევითაა დაკავებული ბადრი კუღუაშვილი ერთადგილიან კამერაში ზის. იმის შიშით, რომ მას მოწამლავენ კოღუაშვილი საკვების მიღბაზე უარს აცხადებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 190 მ-ის სიმაღლის ბადრი კოღუაშვილის წონა დაახლობით 50 კილოგრამია. კოღუაშვილის ასეთი სიფრთხილის მიზეზი არის ის მოარული ხმაც, რომ თითქოს "დედ ჰასანმა" გასცა ბრძანება იმის შესახებ, რომ კოღუაშვილმა სასჯელის ეს ვადა "ქურდის" სტატუსით არ უნდა მოიხადოს, ამიტომაც კოღუაშვილი პროვოკაციას ნებისმიერ წუთს ელის.