საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი 27 სექტემბერს იმყოფებოდა ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N19 დაწესებულებაში, სადაც სახალხო დამცველის რწმუნებულიები გაესაუბრენ იქ განთავსებულ მსჯავრდებულებს. მათი თქმით, 2012 წლის 25 სექტემბრიდან შიმშილობა გამოაცხადა 30-მდე მსჯავრდებულმა, რომელთა ძირითადი მოთხოვნაა, გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურება, ასევე, ამუშავდეს და ეფექტური გახდეს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მექანიზმები.
ამჟამად N19 დაწესებულებაში იმავე მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს ხუთი მსჯავრდებული. მსჯავრდებულთა ნაწილი, მოშიმშლეთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე.