თბილისის მერიის ინფორმაციით, როგორც ცნობილია 28 სექტემბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ყრილობა გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებაზე დიდი რაოდენობით მოქალაქეთა დასწრება იგეგმება. შესაბამისად, ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
28 სექტემბერს დილიდან წერეთლის, ცაბაძისა და დიდუბის ქუჩებზე შეიზღუდება პარკირება. ასევე, დღეს 15:00 საათიდან მოძრაობა შეწყდება წერეთლის, ცაბაძისა და დიდუბის ქუჩებზე, ხოლო თამარ მეფისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გარკვეული შეზღუდვებით.
თბილისის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, გაითავლისწინონ აღნიშნული შეზღუდვები და ალტერნატიული მარშუტები გამოიყენონ.
ასევე შეზღუდვით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, თითოეულ მარშუტთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ მერიის ცხელი ხაზზე: 2722222