დღეს, 28 სექტემბერს, 12:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა ავრცელებს.
მათი განცხადებით, ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის რაიონული საარჩევნო შტაბები სრული შემადგენლობით და მათი ხელმძღვანებლები, უარს ამბობენ გააგრძელონ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ურთიერთობა და სურვილს გამოთქვამენ შემოუერთდნენ სამოქალაქო მოძრაობას.