დღეს, 28 სექტემბერს, ეროვნულ სტადიონზე ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება გაიმართება. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.
"28 სექტემბერი, 17:00, ეროვნული სტადიონი, ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება. არ გამოტოვო, დარეგისტრირდი და დაესწარი!" - ნათქვამია პატიის მიერ გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაში.
იგივე ინფორმაცია ვიდეორგოლის სახით განთავსებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვებგვერდზე, რომელზედაც რეგისტრაციის ფორმაცაა განთავსებული.