ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას მეუღლე, მაკა ლობჟანიძე თქმით, მის მეუღლეს, "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო მიმართვა ხონში ჩააწერინეს: „მიმართვა, რომელიც დღეს ინტერნეტით გავრცელდა, ბესოს ხონში ჩააწერინეს. როგორც ვიცით, დილით, ხონში დააკავეს და პოლიციაში წაიყვანეს," _ ამბობს ლობჟანიძე.
ასევე ბესო სურმავას მეუღლე ამბობს, რომ მან მეუღლე ორი დღის წინ ნახა და მას შემდეგ არაფერი იცის მასზე.