ხვალ, 4 თებერვალს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ახალგაზრდა პედაგოგებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრას 35 წლამდე ასაკის თბილისელი მასწავლებლები დაესწრებიან.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, შეხვედრა ეძღვნება ახალგაზრდა პედაგოგთა პრობლემებს.
"აბიტურიენტთა გამოკითხვის შედეგად, პედაგოგობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე არაპრესტიჟული საქმიანობაა. მცირდება პედაგოგობის მსურველთა რიცხვი, რაც უახლოეს მომავალში შეიძლება, სასწავლო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების დეფიციტის მიზეზი გახდეს~, _ აცხადებენ პროფკავშირში.
პედაგოგთა პროფკავშირში მიიჩნევენ, რომ სიტუაციას განათლების სფეროში მიმდინარე არათანმიმდევრული და სპონტანური რეფორმები ართულებს.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საზოგადოების დაინტერესება და კონსოლოდირება აღნიშნული პრობლემების სწრაფი გადაჭრიათვის. ასევე ახალგაზრდა პედაგოგების პოზიციის დაფიქსირება და უშუალო მონაწილეობის მიღება პრობლემების მოგვარების პროცესში.