"დღეს ჩვენ გვიპირისპირდება ძალა, რომელიც მოქმედებს კლასიკური რუსული სქემებით. ერთ მხარეს არის რუსეთი და მეორე მხარეს არის ევროპა. რა არის რუსული სქემები? რუსული სქემები არის, რომ ფული არის ყველაფერი და ხალხი არის არაფერი",_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმერეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
"ჩვენი პასუხი არის - ჩვენ ვართ ერი და არა ის საქონელი, რომელიც თქვენ გეგონათ. საქართველო სუპერმარკეტი არ არის, სადაც შეხვალ და ხალხს იყიდი, როგორც შეგიძლია იყიდო ნებისმიერი პროდუქტი. ჩვენი ხალხი პროდუქტი არ არის და ჩვენი ხალხი გასაყიდი არ არის, ჩვენი ხალხი არ იყიდება, იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს გავყიდით იმ სამშობლოს რომელიც მივიღეთ ჩვენი წინაპრებისგან და რომელიც უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს - ჩვენი შვილების მომავალი არ იყიდება",_ განაცხადა სააკაშვილმა.