"ქართველი ხალხის არჩევანი - ეს არის ევროპის არჩევანი. მთელი მსოფლიო გვიყურებს, რომ არ დავბრუნდეთ უკან. ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. ჩვენი არჩევანი არ არის წინსვლასა და შედარებით ნაკლებ წინსვლას შორის, წინსვლასა და ადგილზე გაჩერებას შორის - ჩვენი არჩევანი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ამავე დროს ბევრად უფრო სახიფათო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მისი თქმით, ჩვენ გვიპირისპირდება ძალა, რომელსაც არა მხოლოდ არ უნდა წინსვლა, არა მხოლოდ ადგილზე გაჩერებას არ გვპირდება, არამედ გპირდებათ, რომ დაანგრევს ყველაფერს, რასაც რუდუნებით ვაშენებდით 9 წლის განმავლობაში, ყველა ჩვენს მიღწეულ მოსპობს და ეს არის მათი შემოთავაზება", _ აცხადებს სააკაშვილი და აღნიშნავს: ეს ძალა საქართველოს მოსახლეობას ჰპირდება, რომ გზიდან გადაიყვანს, გადაიყვანს იმ გზიდან, როდესაც ექვსი ევროპელი ლიდერი 2008 წლის 12 აგვისტოს დადგა და თავისი ფიზიკური ყოფნით გადაარჩინა საქართველოს ხელმწიფოებრიობა ზუსტად ისევე, როგორც ჯვაროსნები დაუდგნენ გვერდით დავით აღმაშენებელს.