საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანის დედა, რემა ჟვანია, თავისი შვილის, ზურაბ ჟვანიას ყოფილ მეგობრებს მიმართავს. მიმართვის ვიდეოვერსია youtube-ზე გავრცელდა.
"მოგმართავთ მთავრობაში მყოფ ყოფილ ზურას მეგობრებს. თქვენ უღალატეთ საკუთარ გზას, რომელიც ზურასთან ერთად აირჩიეთ. დემოკრატიული სახელმწიფოს მაგივრად, შექმენით ავტორიტარული, რომელშიც სუფებს უსამართლობა და ძალადობა. თქვენ იბრალებთ ზურას მეგობრობას. ეგ იყოს თქვენი სინდისის გადასაწყვეტი. თუ ასეა, ზურას ხსოვნის საპატივცემულოდ აღარ დაუშვათ ძალადობა. ნუ დაყოფთ საზოგადოებას მტრებად და თქვენიანებად. ყველა ჩვენი მოქალაქე მოითხოვს არა მოჩვენებით, არამედ რეალურ უკეთესობას - ადმიანის ყველა უფლებების დაცვას. თქვენ არ შეასრულეთ ხალხის ნდობა და ღირსეულად მაინც წადით", - ამბობს მიმართვაში რემა ჟვანია