"სტუდენტების რეაქცია იყო ძალიან სამართლიანი და ეს არის ბარომეტრი ჩვენი სულიერებისა", _ ბრძანა პატრიაქრქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
"მოგვიახლოვდა არჩევნები და ეს ვნებები უფრო და უფრო ახლოვდება, უფალს უნდა მივანდოთ ჩვენი სამშობლო, ეკლესია. ამ გაჭირვების პერიოდში ჩვენმა ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული ყურადღება ამის მიმართ, ეს ძალიან მოსაწონია და არის ბარომეტი ჩვენი სულიერებისა. ქართველი ადამიანი არ დაუშვებს, რომ ეს უმსგავსობა, რომელიც ტელევიზიით აჩვენეს, მოითმინოს", _ ბრძანა პატრიარქმა.