26 მაისს გააუპატიურეს ამათ ბიჭები და ადამიანები ჭკუიდან არიან გადასულები... ეს ყველაფერი დაიწერება, ითქმება, მაგრამ ამ ოჯახებს , რა თქმა უნდა, ახლა არ უნდათ ამაზე საუბარი!..", - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი "ალიასათვის" მიცემულ ინტერვიუში.
შაშიშვილი ინტერვიუში ოთხი ადამიანის მიერ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაზეც საუბრობს.
"ოთხმა ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 26 მაისის შემდეგ. ერთ -ერთი ახალგაზრდა დედის საფლავზე მივიდა, ვენები გადაიჭრა და ასე დაასრულა სიცოცხლე", - აცხადებს შაშიაშვილი.
იმის შესახებ, რასაც თემურ შაშიაშვილი ინტერვიუში ამბობს, საზოგადეოების დიდი ნაწილისთვისაა ცნობილი.
26 მაისის ცნობილი დარბევისა და სასტიკი კადრებისა და ფოტოების შემდეგ, როგორც კი გახდა ცნობილი, რომ კინოთეატრ რუსთაველში, ჯინსებში ჩაცმულმა, გაურკვეველმა "სპეცდანიშნულების რაზმმა" რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა ბიჭები გააუპატიურეს, საზოგადოებამ პირი შეკრა და ამ ფაქტზე საუბარს მოერიდა.
ამის ერთადერთი მიზეზი მორალურად და ფიზიკურად შეურაცხყოფილი ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისთვის დამატებითი ტრამვის მორიდება იყო. მართალია, ყველა ასეთი ფაქტი ამაზრზენია, თუმცა 26 მასის "ბართლომის ღამზე" ამბობენ თუ როგორ გააუპატიურეს კონოთეატრ რუსთაველში ერთმანეთის თვალწინ ძმები, და-ძმა და მამა-შვილი.
26 მაისის ღამეს სამართალდამცავებმა 800-მდე ადამიანი დააკავს. ამჟამად სასჯელს იხდის 50-მდე ადამიანი. მოგვიანებით ძალის არაპროპორციულად-გადამეტებით გამოყენებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს რამდენიმე პოლიციელი,თუმცა იმ საშინებელის შესახებ, რაც კონოთატრ რუსთაველში მოხდა, არც პოლიციას და არც პროკურატურას გამოძიება მომჩივანის არ ყოფნის გამო არ ჩაუტარებია და არც არავინ დასჯილა.